გუდლაინი THE CHEAPEST ROAMING
Goodline
კომპანიის შესახებ
კომპანია GSM Travel Telecom სავაჭრო ნიშნით "GoodLine" - პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სთავაზობს მობილური კავშირის მომხმარებელს საზღვარგარ...
Price of Calls
სერვისი GPRS/EDGE - პარამეტრები

GPRS / 3G ხელით აწყობა:

GPRS/3G პარამეტრების დაყენება

GPRS/3G ხელით დაყენების წესი:

APN (დაშვების წერტილი): send.ee

Username (მომხმარებლის სახელი): <> სიმ-ბარათის ნომერი (11 ციფრი).

Password (პაროლი): ცარიელი ველი (No password-პაროლი არ არის). მათთვის, ვინც იყენებს მობილურ ტელეფონს როგორც მოდემს, საჭიროა ფოსტის პარამეტრებში SMTP სერვერის ჩაწერა: gprsmail.send.ee 

GPRS / 3G აწყობა მოდემის სახით:

SMTP ფოსტის პარამეტრებში საჭიროა სერვერის ჩაწერა: gprsmail.send.ee


 

ავტომატური პარამეტრების მიღება თქვენს ტელეფონზე:

აკრიფეთ მობ. ტელეფონში: * # 06 #. ტელ. ეკრანზე აინთება თქვენი ტელეფონის IMEL (სერიული ნომერი). აკრიფეთ თქვენს მობ. ტელეფონში:

*146*088*880*XXXXXXXXXXXXXXX# და ღილაკი O.K. სადაც XXXXXXXXXXXXXXX - თქვენი ტელეფონის IMEI (სერიული ნომერი). შეიყვანეთ  IMEI გამოტოვების გარეშე, მხოლოდ ციფრები (15 ციფრი).

თქვენს მობილურ ტელეფონზე 5 წუთის განმავლობაში გამოიგზავნება თქვენი ტელეფონის მოდელის შესაბამისი ავტომატური პარამეტრები.

 

ავტომატური პარამეტრების დაყენების წესი:

თქვენს ტელეფონზე მოვა საინფორმაციო SMS-შეტყობინება, რომელშიც მითითებული იქნება PIN-კოდი; რამდენიმე წამში მიიღებთ სერვისულ SMS-შეტყობინებას. ამ შეტყობინების მიღებისას პროგრამა მოითხოვს იმ PIN-კოდის შეყვანას, რომელიც მითითებული იყო წინა SMS-შეტყობინებაში. შეიყვანეთ PIN-კოდი და დააჭირეთ “OK“. GPRS/3G პარამეტრები ავტომატურად ჩაიწერება თქვენს ტელეფონში.

GPRS/EDGE/3G მომსახურების ჩართვა *146*088*881#

 

GPRS/EDGE/3G მომსახურების გამორთვა *146*088*882#

ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ GPRS / 3G მომსახურებით.

მნიშვნელოვანია:

თუ ადრე თქვენ გქონდათ დაყენებული საქართველოს ან სხვა რომელიმე კავშირგაბმულობის ოპერატორის პარამეტრები, ეს პარამეტრები აგრეთვე შენახული იქნება თქვენს მობილურ ტელეფონში. პარამეტრებზე გადასასვლელად შედით ტელეფონის მენიუში: განყოფილება “ინტერნეტი” – ქვეგანყოფილება “აწყობა” – ქვეგანყოფილება “კონფიგურაციის პარამეტრები” – ქვეგანყოფილება “კონფიგურაცია” და აირჩიეთ პარამეტრების სიიდან საჭირო კავშირგაბმულობის ოპერატორი.