გუდლაინი THE CHEAPEST ROAMING
Goodline
კომპანიის შესახებ
კომპანია GSM Travel Telecom სავაჭრო ნიშნით "GoodLine" - პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სთავაზობს მობილური კავშირის მომხმარებელს საზღვარგარ...
Price of Calls
სერვისი ვინ დარეკა?

ახალი მომსახურებით “ვინ დარეკა” ჩვენს აბონენტებს საშუალება ეძლევათ, სრულიად უფასოდ მიიღონ შეტყობინება გამოტოვებული ზარების შესახებ მაშინაც კი, როდესაც ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. შეტყობინებას გამოტოვებული ზარების შესახებ მიიღებთ  SMS-ის ან e-mail-ის სახით 

• SMS შეტყობინება იგზავნება თუ ტელეფონი მიუწვდომელი იყო 4 საათის განმავლობაში.
• e-mail შეტყობინება  იგზავნება  მიუხედავად დროის მონაკვეთისა იმ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც ხმოვან ფოსტაზე გაქვთ მიბმული.


შეტყობინება გამოტოვებული ზარების შესახებ მოდის შემომავალი/გამავალი ზარების დროს, ასევე როდესაც იცვლება ადგილსამყოფელი ქვეყანა.


იმ შემთხვევაში, თუ გამოტოვებული ზარის შედეგად შეტყობინება გაიგზავნება ხმოვან ფოსტაში, გამოტოვებულ ზარებზე ინფორმაციის გაგზავნა აღარ ხდება, რადგან  აბონენტის ინფორმირება მოხდება ახალი ხმოვანი შეტყობინებით

რა ღირს სერვისი?
GoodLine –ს აბონენტებისთვის მომსახურება “ვინ დარეკა” არის სრულიად უფასო და აქტიურდება ავტომატურად.